|
2016-07-20 20:29:09, 687 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კანდიდატები, რომლებიც იმერეთში წარვადგინეთ, აუცილებლად გაიმარჯვებენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატების გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. აღნიშნული განცხადებით გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა. „დღეს ჩვენ ოთხ რაიონში წარვადგინეთ მაჟორიტარები- ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე. ოთხივე კანდიდატი არის გამორჩეული და ღირსეული. კანდიდატები, რომლებიც მთლიანად იმერეთში წარვადგინეთ, იქნებიან გამარჯვებულები",-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არჩევნების სრულიად ახალი კულტურა დაამკვიდრა და ქვეყანას ბანაკებად არ ყოფს. „ორმოცი ათასი ადამიანი მოვიდა ქუთაისში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისა და კამპანიის გახსნის აქციაზე. დღესაც ხედავთ რამდენი ადამიანია. ხედავენ და ხვდებიან, რომ „ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს რეალურად სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა მოიტანოს თითოეულ ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, ადამიანური რესურსი, გამოცდილება და განათლება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც განახლებულიც არის, შედგება ძველი მებრძოლებისგანაც და ერთ გუნდათ დარაზმულები, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ დავამკვიდრეთ სრულიად ახალი კულტურა არჩევნების საქართველოში და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად. ჩვენ ის გვინდა, რომ ყველა ადამიანი ჩაერთოს ამ ერთ მიზიდულობის ცენტრში და ერთად ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)