|
2016-07-20 20:11:08, 865 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ მწვანე კონცხზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ზურაბ პატარაძემ ტურისტული სეზონისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ობიექტი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. როგორც "ექსპრესნიუს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნოებს, ბათუმის ბოტანკურ ბაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება ახალი სანიაღვრე სისტემების და ბორდიურების მოწყობა, დასრულდა სასეირნო პირსი, რომელზეც მოეწყო ლითონის მოაჯირები და გარე განათება. პირსის სავალ ნაწილზე, 131,5 გრძ.მ-ზე, დაიგო 664 კვ.მ ხის ფაქტურის ბეტონი არმირებული საფარით. მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ფართოვდება ქუჩები, რომელთა კეთილმოწყობისთვის ქალაქ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 387 ათას 21 ლარი დაიხარჯება. მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქ ბათუმის მერისგან მოისმინა სრული ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე. ზურაბ პატარაძემ მერს თხოვნით მიმართა რაცშეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)