|
2016-07-20 16:55:49, 675 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაობი გრძელდება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაობი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა მისამართზე 17 სკვერის მოწყობა ხორციელდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი დიდი სკვერი ეწყობა ბერიაშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 10 560 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სკვერებში ეწყობა ქვიშის მოედნები, ატრაქციონები, ასევე ე.წ. კაუჩუკის მოედნები, იგება ფილები; კეთდება წყაროები. სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად იცვლება მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები. აღსანიშნავია, რომ ყველა სკვერი სამგორის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული. სამგორის გამგებლის გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება. „ვმუშაობთ ინტენსიურ რეჯიმში. მუდმივი კომუნიკაცია გვაქ ვს მოსახლეობასთან და ყველა პროექტი განხორციელდება მათი ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)