აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დღეიდან  24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. 

" />
10:44 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 15:24:21, 997 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მოინახულა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დღეიდან  24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ.

მათივე ცნობით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა ბათუმის მიმართულებით არსებულმა უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებმა განაპირობა. მხოლოდ ივლისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით კვირაში 81 ფრენა ( თვეში 300-ზე მეტი) 22 მიმართულებით ხორციელდება.

შესაბამისად გაიზარდა რეგიონში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარი-ივნისი) 74 %-იან მატებას გულისხმობს. ვიზიტორებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით სეზონის ბოლომდე იმუშავებს.  

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება.

საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდას ითვალისწინებს.  ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics