|
2016-07-20 13:25:34, 588 ნახვა
საზოგადოება
„დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამის ბათუმელ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამის - „მოხალისე" - ბათუმელ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გარკვეული ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, გახდნენ იუსტიციის სახლის მოხალისე „თანამშრომლები“ და საჭიროების მიხედვით, მოქალაქეების მიღებაში აქტიურად ჩაერთონ. სერტიფიკატები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ირაკლი ხელაძემ 125 მოხალისეს გადასცა. მათ შორის იყვნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე სტუდენტები. პროგრამის მონაწილეები ქალაქ ბათუმში აქტიურად იყვნენ ჩართულები იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებულ უფასო პირადობის მოწმობების ერთთვიან აქციაშიც, რომელიც 26 მაისიდან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" შესაბამისი ახალგაზრდული პროგრამები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. მათში ჩართვა 14-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)