|
2015-03-05 13:35:33, 586 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ეროპისა და აზიის მესამე სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს
2017 წელს, საქართველო ეროპისა და აზიის მესამე სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, აღნისნული კონფერენცია საერთაშორისო, ერთ-ერთი ფართო მასშტაბიანი ფორუმია. მასზე წარმოდგენილი იქნება ევროპისა და აზიის ცნობილი და განვითარებადი ზაფხულისა და ზამთრის კურორტები. ღონისძიებას 300-ზე მეტი სამთო კურორტის ხელმძღვანელი, ასევე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტი ტალებ რიფაი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. „ ევროპისა და აზიის რიგით მესამე სამთო კურორტების კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარიების კუთხით, თუ როგორია თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები საბაზრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მხრივ, რა ახალი ტურისტული პროდუქტები ვითარდება სამთო კურორტებზე სეზონის გახანგრძლივების მიმართულებით და რა ინოვაციური მეთოდები გამოიყენება სამთო კურორტების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. კონფერენცია ასევე წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას ინვესტორთა მისაზიდად ბიზნესის ამ სფეროში“, - აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, უწყების ცნობით, ევროპისა და აზიის რიგით მესამე სამთო კურორტების კონფერენცია 2015 წლის 14-16 ოქტომბერს გაიმართება სამხრეთ კორეაში, ქალაქ ულსანში (იქ ჩატარდება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა), სადაც ქართული მხარე გამართავს პრეზენტაციას 2017 წლის მასპინძელი ქვეყნის შესახებ.
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)