|
2016-07-19 23:18:20, 1043 ნახვა
სამართალი
მარგველაშვილი: ვინც მერაბიშვილის უფლებები დაარღვია, უნდა იქნენ დასჯილნი
"ვინც ბრალდებული მერაბიშვილის უფლებები დაარღვიეს, უნდა იქნენ გამოძიებულნი და დასჯილნი" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, გადაწყვტილებაში წერია, რომ მერაბიშვილის უფლებები სახელმწიფომ დაარღვია, მაგრამ მისი პატიმრობაში ყოფნა არის თუ არა პოლიტიკური განზრახულობა, ეს სტრასბურგს არ უწერია. "ნებისმიერ ბრალდებულ ადამიანს აქვს თავისი უფლებები და ის უფლებები ისევე უნდა დაიცვას სახელმწიფომ, განსაკუთრებით როდესაც ეს ადამიანი დაპატიმრებულია, როგორც იცავს ნებისმიერი კანონმორჩილი ადამიანის უფლებებს. ვანო მერაბიშვილის ბრალდებულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული, მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია. "ის ადამიანები, ვინც შელახეს მერაბიშვილის უფლებები და ვინც ამის კვალობაზე საქართველოს ინტერესები შელახა, ქართული სახელმწიფო დააყენა სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, უნდა იქნენ დასჯილნი. უნდა ჩატარდეს გამოძიება, რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებაში და უნდა ჩატარდეს გამოძიება, რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება," - განაცხადა მარგველაშვილმა. რაც შეეხება იმას, როგორია პრეზიდენტის მოლოდინი, იქნება თუ არა ეს საქმე გამოძიებული, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. რომ "ადრე თუ გვიან იქნება გამოძიებული".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)