|
2016-07-19 15:45:23, 713 ნახვა
საზოგადოება
„შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
დავით ნარმანია „შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგიური საბჭოს წევრებთან ერთად გაეცნო. „დედაციხის“ მიმდებარედ არქეოლოგიური კვლევის მეორე ეტაპი დღეს დასრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული გათხრების შედეგად უკვე აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, უკვე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების გარდა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილია, ასევე, ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. პროექტი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, პირველად, 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. 2016 წლის მარტში გამოცხადებული კონკურსის თანახმად, არქეოლოგიური სამუშაოები „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ განახლდა. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭო 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)