|
2016-07-19 14:39:24, 1254 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი: კობა ნარჩემაშვილმა ერთგულების ტესტი ყველაზე მძიმე მომენტში ღირსეულად ჩააბარა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობა ნარჩემაშვილის წარდგენას ეხმაურება. როგორც ქუცნაშვილმა „ექსპრენიუსს“ განუცხადა, ნარჩემაშვილი ის ადამიანია, ვინც კრიტიკულ მომენტში ხალხს საფრთხე აარიდა და მისი კანდიდატურა აბსოლუტურად მისაღებია. „კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენას, რამოდენიმე მიზეზის გამო, დადებითად შევაფასებდი. პირველ რიგში, თავად პრემიერმაც ბრძანა, რომ ნარჩემაშვილმა კრიტიკულ მომენტში ხალხს საფრთხე აარიდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მეორე მიზეზი არის ის, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ერთგულ ადამიანებს - კობამ ერთგულების ტესტი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ღირსეულად ჩააბარა. გარდა ამისა, კობა ძალიან კარგი სისხლის სამართლის სპეციალისტია. ეს სამი მიზეზი საკმარისია ამ პიროვნების დადებითად შესაფასებლად. ასევე, ნარჩემაშვილი ჩვენი პარტნიორი პარტიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. ამასთან, დეპუტატი მმართველი გუნდის მიერ კადრების განახლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ამის გარეშე პროგრესის მიღწევა შეუძლებელია. „ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ პარტიის განახლება ნორმალური პროცესია. განახლების გარეშე პროგრესს ვერ მივაღწევთ. აქ, უბრალოდ, დაცული უნდა იყოს ის, რომ გუნდის არც ერთი წევრი პროცესებს მიღმა არ დარჩეს. არსებობს საგურამოს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, გუნდის ყველა წევრს მისთვის შესაფერისი ადგილი უნდა მოეძებნოს. ამ პირობის მიმცემი საქართველოს ორი ყოფილი და ერთი მოქმედი პრემიერი იყო“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)