01:34 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 18:26:34, 1175 ნახვა

სამართალი
აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.

ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეები სახელმწიფო უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. „რუსთავი 2“-ის ცნობით, დაპირისპირება შუადღისას არჩილ მამაგეიშვილსა და ავთანდილ ანთიძეს შორის მოხდა.

დაჭრილები  საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ერთ-ერთი მათგანის, არჩილ მამაგეიშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს. ავთანდილ ანთიძეს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილიდან სამი ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics