|
2016-07-18 12:28:59, 853 ნახვა
რეგიონი
საქართველოში მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამურენო ტექნიკა ჩაერთვება
წელს საქართველოში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უამინდობის გამო ალოობა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თითქმის ერთდროულად დაიწყო. მოსავლის აღების სამუშაოებში სრულად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - 86 ერთეული კომბაინი. პროცესში ჩართულია კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც. მიუხედავად ამისა, უხვი ნალექის გამო მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა. მოსავლის აღების შეუფერხებლად და აგროვადების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი კომბაინები აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოსავლის აღების სამუშაოებში ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩართული. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საქართველოში შემოსვლის პროცესს ,,წითელი ხიდის“ სასაზღვრო - საბაჟო გამშვებ პუნქტზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრო. ,,საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც - ქვეყნის მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერებს აგროვადების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყონ მოსავლის აღება და დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)