|
2016-07-16 12:30:00, 697 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა არეშიძე: არ გამოვრიცხავ, ერდოღანის გადაყენება აშშ-ს ინტერესებში ყოფილიყო
ექსპერტი ჩრდილო-კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თურქეთში მიმდინარე ამბოხი ამერიკის შეერთებულ შტატებს აწყობდეს. როგორც არეშიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამერიკას არ მოსწონს ის პოლიტიკა, რასაც თურქეთი ახლო აღმოსავლეთში ახორციელებს, ამიტომ შესაძლოა, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გადაყენება აშშ-ს ინტერესებში ყოფილიყო. მისი თქმით, თურქეთში მიმდინარე მოვლენები შიდა პოლიტიკური პროცესია და საქართველოს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. „თურქეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ეს იყო თურქეთის შიდა პოლიტიკური ამბავი და ამბოხი უკვე ჩაახშეს. მე მაინც მგონია, რომ თურქეთის არმიაში გადატრიალების მცდელობა ანტიისლამისტურმა ძალებმა მოაწყვეს. ის რაც თურქეთის არმიაში მოხდა, ეს უკვე დიდი ხანია მზადდებოდა. არმიის ოფიცრების უმეტესობას ამერიკაში აქვს სასწავლებელი დამთავრებული. გარდა ამისა, სერიოზული დაპირისპირებაა ორ ძალას შორის. ერთი არის ერდოღანისტები და მეორე გიულიანისტები. შეიძლება, არმიის ერთი ნაწილის ამბოხში, ამ ფაქტმაც ითამაშა თავისი როლი. დაპირისპირება არ მგონია, რომ თავად ერდოღანის მიერ იყოს მართული. გუშინ, ერთ მომენტში, დაახლოებით ორის ნახევრისთვის, ერდოღანის ბედი ბეწვზე ეკიდა. რომ არა ზოგიერთი სამედრო ნაწილის ხელმძღვანელის აქტიურობა, როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი, კაცმა არ იცის. თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი მაინც გამოსაკვლევია თუ რა და როგორ მოხდა. ჩემი ინფორმაციით, რამოდენიმე სამხედრო ნაწილის მეთაურმა, რომელიც ამ პროცესებში ჩართული იყო, ბოლო მომენტში ამბოხს მხარი არ დაუჭირა. არ არის გამორიცხული, რომ მათ ერდოღანის გარემოცვას აჯანყების თაობაზე ინფორმაცია ადრევე მიაწოდეს და ერდოღანმაც პროცესი მიუშვა, რათა შემდგომ პოლიტიკური დივიდენდები მოეპოვებინა. თუმცა, ეს ვარაუდის დონეზეა. რაც შეეხება ვის აწყობდა თურქეთში არსებული ამბოხი - ლოგიკის მიხედვით, ამერიკას მაინცდამაინც არ მოწონს ის პოლიტიკა, რასაც ახლო აღმოსავლეთში თურქეთი ახორციელებს. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, ამერიკის ინტერესებში ყოფილიყო ერდოღანის გადაყენება. თუმცა, ეს ლოგიკური ვარაუდია და მე ამის თქმის საფუძველი არ მაქვს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დროისთვის თურქეთის ზოგიერთ ქალაქში კვლავ ისმის სროლის ხმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)