02:14 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 04:15:51, 1775 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უახლოეს დროში ჩახშობილი იქნება

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უახლოეს დროში ჩახშობილი იქნება, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა განაცხადა.

ადგილობრივი ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, მინისტრმა სამხედროებს მოუწოდა, უკანონო ბრძანებები არ შეასრულონ.

ამასთან, იშიკის თქმით, მის ხელთარსებული ინფორმაციით, თურქეთის არმიის გენშტაბის უფროსი სამხედროების ჯგუფს მძევლად ჰყავს აყვანილი. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანია გარდაცვლილი. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია. 

მედიის ცნობით, 4 სამხედროა დაკავებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics