|
2016-07-16 03:14:54, 722 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენ მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს
ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მოვლენების განვითარებას აკვირდება და ყველა საზღვარზე კონტროლი გაძლიერებულია. "ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ყველა საზღვარზე არის გაძლიერებული კონტროლი. სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში თურქეთთან ჩვენ საზღვარს ჩავკეტავთ. ჯერ–ჯერობით ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეინიშნება. ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები. გვქონდა ზარები ჩვენს თანამოქალაქეებისგან, რომ აიყვანეს თვითმფრინავში და ვერ გამოფრინდნენ. მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ და გვაქვს ცხელი ხაზები, როგორც სტამბოლში ასევე თბილისში. მე მგონია, რომ ჩვენ მხარეს არანაირი შეშფოთების საბაბი არ გვაქვს, თუმცა ის რაც თურქეთში ვითარდება შეშფოთების საფუძველს ბადებს. იმედია, მალე დაწყნარდება სიტუაცია და დაუბრუნდება ჩვეულებრივ კალაპოტს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართვეოლოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა 3 საათზე უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. კვირიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრას შს მინისტრი, უშიშროების სამსახურის უფროსი და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. დაკეტილია ყველა აეროპორტი. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი. ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და რეზიდენტის რეზიდენციაა ბლოკირებული. ინფორმაცია გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერ არ ვრცელდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)