|
2016-07-15 23:26:55, 857 ნახვა
საზოგადოება
სამძიმრის ნიშნად თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა
საფრანგეთში, ნიცაში, „ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს და მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ნიცაში, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე - „ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ უმძიმეს წუთებში, მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას. ეს იყო საზარელი ტერორისტული აქტი, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს და მიმართულია მშვიდობისა და თავისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო თავდასხმა ცივილიზებული მსოფლიოს მთავარ ფასეულობაზე - თავისუფლებაზე. მე მჯერა და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ უმაღლეს ფასეულობაზე დაფუძნებული ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით შეძლებს დაამარცხოს აღნიშნული სისასტიკე და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ - ნათქვამია დავით ნარმანიას სამძიმრის წერილში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)