02:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 15:31:08, 685 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მჯერა, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღებენ

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილსა და მოსამართლეებს შეხვდა.

ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკონსტიტუციო ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის.

„ყოველთვის, როდესაც ვარ ბათუმში მოვდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მიმართ.

საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის ასრულებდა და ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირების თვალსაზრისით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ორგანო არა მარტო საქართველოს მსგავსი ახალი დემოკრატიებისთვის, არამედ დღეს, ტრადიციული ევროპაც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციებიდან გამომდინარე ავითარებს თავის დემოკრატიულ სისტემას.

გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა მოსამართლეებისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ისინი საკუთარი შინაგანი რწმენისა და სამართლის შესაბამისად მიიღებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ რამოდენიმე კვირისა თუ თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დააფიქსირა საკუთარი წუხილი და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა და მჯერა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღებენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics