|
2016-07-15 11:31:06, 600 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება: ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის - „ბასტილიის აღების დღეს“, ქალაქ ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. „შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას. საქართველო მკაცრად გმობს მომხდარ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ გლობალურ დანაშაულს და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ავტომანქანას ისე ატარებდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაჯახებოდა. ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრი გაიარა, შემდეგ კი სატვირთო მანქანა გააჩერა და ადგილზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 84-მდე ადამიანი გარდაცვლილი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)