06:47 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 10:58:25, 695 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„შემზარავი ტერაქტი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ათეულობით დაღუპული და ასეულობით დაშავებული უდანაშაულო მოქალაქე - ეს არის ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის, თავდასხმა ცივილიზებულ სამყაროზე და თითოეულ ჩვენგანზე.

გასულ ღამეს ტერორისტებმა საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მსოფლიო ტრაგედიად აქციეს და ამისთვის ისინი სასტიკად უნდა დაისაჯონ! ტერორიზმი მსოფლიოს უდიდეს საფრთხედ იქცა, რომელსაც ერთიანი ძალებით, ხისტად და შეუწყნარებლად უნდა ვებრძოლოთ.

სამძიმარს ვუცხადებ ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას! ამ მძიმე წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics