|
2016-07-14 13:01:18, 795 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან შეხვედრები დაასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქციის თავმჯდომარესთან და წარმომადგენლებთან გამართა. პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. ამასთან, მან პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ მას საბჭო მხარს დაუჭერს. "რამდენიმე დღის წინ, არჩილ ხაბაძემ, გააკეთა პოლიტიკური განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური განცხადება განპირობებული იყო იმ ინტენსიური საარჩევნო კამპანიით და მოღვაწეობით, რომელშიც იგი აპირებს ჩაბმას. გუშინ საღამოს მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე, და კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარაში, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, დღეს დილით დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. მყისიერად, ამ დანიშვნისთანავე, მე დავიწყე, ასევე კანონმდებლობის საფუძველზე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, ხსენებული კანდიდატურის - ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო არჩილ ხაბაძეს იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც განახორციელა წლების განმავლობაში. მე დღეს დავდივარ აჭარაში, რომელიც სავსე არის ტურისტებით, სავსე არის ძალიან შთამბეჭდავი ახალი პროექტებით და მსურს ვუსურვო ზურაბ პატარაძეს, ამ მნიშვნელოვანი მისიის გაგრძელება. ზურაბ პატარაძესთან, ასევე ბუნებრივია, ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია და, ასე ვთქვათ, გზავნილი არის ის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტის, ევროპული სტანდარტის არჩევნები, და ასევე ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს და გაგრძელდება ეს არის, როგორც ტურისტული სეზონი, ასევე სასოფლო-სამეურნეო სეზონი იქნას წარმართული ეფექტიანად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 13/07/03 საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება N9468
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)