|
2016-07-13 15:47:11, 741 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: „ნაციონალების" ათეული „ოცნების" ახალ სახეებთან შედარებით, დიდ უპირატესობას ფლობს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც ახალი სახეები არჩევნებამდე 3 თვით ადრე წარადგინა. როგორც "ექსპრენიუსს" ხუხაშვილმა განუცხადა, ახალ სახეების მოყვანა პარტიაში დაძაბულობას გაზრდის, რადგან არ შეიძლება „4 წელი აშენებდე პარტიას და არჩევნებამდე 3 თვით ადრე პარტიის წევრებს ახალი სახეები თავზე დაასვა“. „პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე 4 წლით ნაშენებ პარტიაში ახალი საახები მოიყვანო და სხვა წევრებს თავზე დაასვა. ეს პროცესი თვითონ პარტიაში იწვევს დაძაბულობას. გარდა ამისა, ამ ადამიანებს არ აქვთ საჭირო გამოცდილება. პირდაპირ საარჩვნო პროცესში რომ მოგყავს ადამიანები, რომელთაც არ აქვთ არც ცნობადობა და საჯარო სივრცეში კომუნიკაციის გამოცდილება, ეს ადამიანები დგებიან დიდი გამოცდის წინაშე და წარუმატებლობის რისკი მაღალია. თუ, მაგალითად, იმავე "ნაციონალური მოძრაობის" ათეულსა და "ოცნების" ახალ სახეებს შევადარებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ათეული დებატებსა და საჯარო სივრცეში კომუნიკაციის თვალსაზრისით, საგრძნობ უპირატესობას ფლობს. თუ ახალი სახეების წარდგენა უნდოდა მმართველ გუნდს, გაეკეთებინა ეს 6-7 თვით ადრე. რბილად რომ ვთქვათ, რომ ეს არის "ოცნების" პოლიტტექნოლოგიური შეცდომა", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)