00:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 11:03:55, 591 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები არ იქნება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით,  ევროპაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცედურული საკითხებია დარჩენილი.

 მისივე თქმით,  არასასიამოვნო სიურპრიზებს არ ელოდებიან:

“ შეგვიძლია თამამად  ვთქვათ, რომ ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია. ესაა საკითხი, რომელიც უკავშირდება პროცედურულ დეტალებს, რაც თანამიმდევრულად მიმდინარეობს შესაბამის სტრუქტურებში. 5 სექტემბერს იგეგმება „ლიბეს“ კომიტეტში კენჭისყრა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური პოზიტიური განცდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ 5 სექტემბერს ლიბეს კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე  ჩაინიშნება ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგში და მიიღებენ გადაწყვეტილებას. გვაქვს პოზიტიური განცდა, ასეთია დამოკიდებულება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა. ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრიზები  ამ კუთხით არ იქნება“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics