|
2016-07-13 10:52:49, 1235 ნახვა
ეკონომიკა
დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალი საწარმო გაიხსნება
70 ადამიანი იმუშავებს მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 13 ივლისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. „მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმოს შპს „კონსტრაქტ ვიჟენი“ შექმნის, რისთვისაც სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 326 000 ლარად გადაეცემა დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი“ 700 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისროში. მათივე ცნობით, კომპანიამ გამოხატა სურვილი, ახალ საწარმოში დაასაქმოს ასევე 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)