00:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 10:30:53, 516 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო „რთველი 2016“-ის სუბსიდირებას მოახდენს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რთველი 2016“-ის შესახებ ისაუბრა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, წელს სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება მოხდება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს:

„ ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების, ჩვენ მივდივართ 2 მიმართულებით ძირითადად, ერთი გახლავთ ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითრება, ანუ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალი პოტენციალის შექმნა და მეორე, ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება , რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, რომ წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება ისე, რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

მოგეხსენებათ ოპონენტები შეიძლება სპეკულირებდნენ, რომ ეს ფული დაიხარჯა სხვა მიმართულებით, ჩვენ რესურს ვხარჯავთ ორივე მიმართულებით, რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში სანამ ჩვენ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება, ადგილობრივი ყურძლის რეალიზაციისტვის დაგვჭირდება ორივე მიმართულებით, ერთი საექსპორტო ბაზრების განვითრების დაფინანსება და საქართველოს ექსპორტის ექსპანსიის დაფინასნება და მეორე ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება იმისათვის, რომ ეს გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავთავისფულდეთ ამ სუბსიდირებისგან.ძალიან მისასალმებელია, რომ 44%-ით არის ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. მთავარი შედეგი, რაც მინდა იყოს, რომ წელს ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი,გლეხებს და ფერმერებს ქონდეთ საშუალება, რომ ჩააბარონ მოსავალი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics