00:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 14:34:53, 1078 ნახვა

სამართალი
მამაკაცი, რომელმაც ცოლს ყურები დააჭრა, დაკავებულია

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მომხდარ მკვლელობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

ამის შესახებ ”ექსპრესნიუსს“  შინაგან საქმეთა სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

ცნობისთვის, საქმე ეხება 10 ივლისს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო, მოკლა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და 11-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics