|
2016-07-12 12:44:39, 796 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: "გირჩმა" ვიდეომიმართვით, პირველ რიგში, საკუთარ ბებია-ბაბუებსა და დედ-მამას მიაყენა შეურაცხყოფა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ვიდეოგზავნილი შეურაცხმყოფელია და ის ამომრჩეველზე, მათ შორის ახალგაზრდებზე, ნეგატიურად იმოქმედებს. როგორც "ექსპრენიუსს" ხუხაშვილმა განუცხადა, „0,3%-იანი პარტია წინასაარჩევნო კამპანიას სკანდალზე აგებს“. ""გირჩის" გუშინდელი ვიდეო ყურს ჭრის და არის საკმაოდ აგრესიული. არ მგონია, რომ ცუდის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ ეს ვიდეო შეურაცხყოფის ზღვარზე გაკეთებული გზავნილია. ერთის მხრივ, მათ უნდოდათ პროგრესზე და მომავალზე ორიენტირებული მესიჯი გაეგზავნათ, მაგრამ გასაგებია, რომ 0.3%-იანი პარტია რომ ხარ ცდილობ წინასაარჩევნო კამპანია სკანდალზე ააგო. შეეძლოთ ეს გზავნილიკორექტულად ეთქვათ. პირველ რიგში, საკუთარ ბებიებსა და ბაბუებს და დედებს და მამებს მიაყენეს შეუარცხყოფა. ეს მათივე პრობლემაა და არა უფროსი თაობის. ამ გზავნილით ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მით უმეტეს საქართველოში, სადაც უფროს-უმცრობის ტრადიცია დღესაც არსებობს. ახალგაზრდების გააქტიურება მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ არა შეურაცხყოფის ხარჯზე. ასეთი ნეგატიური გზავნილი ამომრჩეველზე უარყოფითად მოქმედებს. ეს ახალგაზრდებზეც უარყოფითად იმოქმედებს, რადგან მათ უსაქმურები უძახა "ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა"", - განაცხადა ხუხაშვილმა. ცნობისთვის „გირჩმა“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)