|
2016-07-12 12:38:40, 620 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: "რესპუბლიკელები" პირნათელი ვართ ჩვენს ხალხთან
"ჩვენ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტეტული რეჟიმისგან, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდეს მრავალპარტიული, ინსტიტუციური სისტემა, ამას ბევრი შრომა სჭირდება და "რესპუბლიკელებს" გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში",-ამის შესახებ "რესპუბლიკელების" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტიისთვის" ადამიანი ცენტრალური ღირებულება იყო, არის და იქნება მომავალშიც: "ახლა უკვე უსუფაშვილი-რესპუბლიკელების სახელით მოგესალმებით და არ მხოლოდ უსუფაშვილის. დადგა ის დღე, რომელსაც ბევრი ელოდა. გვეუბნებოდნენ, როდის იქნება, აი დაიწყო. დღეიდან ყოველი წუთი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მივაღწიოთ წარმატებას ვიყოთ პარლამენტში, ვიყოთ მოვლენათა ეპიცენტრში, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, სადაც "რესპუბლიკელები" არ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში, არ ვიყავით ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მომართული პოლიტიკური ძალა. ეს ასევე გაგრძელდება. ჩვენ ამითი ვასრულებთ კოალიციურ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთნა. ვართ ამაყი იმითი, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიროებთან ერთად, ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდება. ჩვენ შევძელით, რომ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტეტული რეჟიმისგან, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდეს მრავალპარტიული, ინსტიტუციური სისტემა, ამას ბევრი შრომა სჭირდება და "რესპუბლიკელებს" გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში. ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ხალხთან. ვიყავით ცოტა, ვაკეთებდით ბევრ საქმეებს, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენთვის ადამიანი იქნება ცენტრალური ღირებულება და ასევე გაგვაგრძელებთ",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)