00:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 12:21:21, 557 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

"რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო კამპანიას დავით უსუფაშვილი უხელმძღვანლებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უსუფაშვილი საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება.

ამასთან, სამნიძის განმარტებით,აჭრის უმაღლეს საბჭოში "რესპუბლიკელების" კამპანიას  პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი წარუძღვება:

"როგორც პარტიის თავმჯდომარე და დღეიდან  როგორც საარჩევნო შტაბის ხელმღვანელი,  წარმოგიდგენთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ლიდერს, საპარლამენტო  სიის პირველ ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და მის ირგვლივ გაერთიანებულ საარჩევნო სუბიექტს უსუფაშვილი-რესპუბლიკელები. ამ სახელწოდებით და ამ ლიდერთან ერთად, ვიბძოლებთ ჩვენი ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში, ასევე საპატივცემულო  საპასუხისმგებლო ადგილისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენს კამპანიას აჭარაში  წარუძღვება და სიის პიველი ნომერი იქნება პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი. ჩვენ- "უსუფაშვილი რესპუბლიკელები" მოვდივართ რწემენით, რომ  იმას, რასაც ამ ბოლო წლების განმავლობაში ძალა შევმატეთ, ესაა დემორკატიული ინსტიტუტების განმტკიცება,ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ევროპული გზა,  უსაფრთხოება, ამას არა მხოლოდ განვავრცობთ, ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ.ჩვენ მოვდივართ გამარჯვებისთვის",-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics