|
2016-07-12 11:11:20, 713 ნახვა
საზოგადოება
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის
თბილისში, სექტემბრიდან ახალი ავტობუსები ივლის. შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Man Truck and Ag“-სთან ხელი დღეს მოეწერა. ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 თვისა თბილისის ავტოპარკში ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლება. ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება აღჭურვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი. დედაქალაქის მერიამ თბილისის ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო და დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. შესაბამისად, დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD-ის დახმარებით ჩატარდა წინასწარი კვლევა, რომელმაც აღწერა თბილისის ავტობუსების პარკში არსებული მდგომარეობა და ასევე, პარკის განახლების შესაძლებლობები, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაცია 30-მდე კომპანიამ წარმოადგინა, ტენდერში კი ინტერესი 7-მა კომპანიამ გამოხატა, რის შემდეგაც ეკოლოგიურობის, ეკონომიურობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით საუკეთესო შეირჩა. სატენდერო პირობებში აქცენტი ხარისხსა და გამოცდილებაზე გაკეთდა. შერჩევა-შეფასება EBRD-ის საერთაშორისო წესების შესაბამისად განხორციელდა. ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებს ივლის და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4 წლიანი გეგმა გააჩნია და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)