06:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 18:03:01, 631 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა

ვატიკანმა საქართველოსა და აზერბაიჯანში რომის პაპის ფრანცისკე პირველის ვიზიტის პროგრამა გამოაქვეყნა, - ამის შესახებ "ვესტნიკ-კავკაზა" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, რომის პაპი საქართველოში 30 სექტემბერს ჩამოვა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება.

1 ოქტომბერს  რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.

2 ოქტომბერს ფრანციკეს პირველი ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართმადიდებელი ეკლესიის წაემომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება. 2 ოქტომბრის საღამოს რომის პაპი ვატიკანში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს პონტიფიკოსი სამდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics