|
2016-07-11 15:12:36, 644 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა
დევნილთა და განსახლების სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომას მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და გოგი ფაცაცია დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, სხდომაზე ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხი განიხილეს. 2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით, საკუთრების მფლობელი უკვე 285 ეკომიგრანტი ოჯახი გახდა. კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში, მთავრობას სხდომაზე კიდევ 100 ეკომიგრანტი ოჯახისათვის სახლების დაკანონების საკითხი განიხილება. წლის ბოლომდე კი საკუთრების მფლობელი 1000-მდე ოჯახი გახდება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)