|
2016-07-11 14:55:04, 677 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა. უწყების ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალური არქივი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შენდება. ქალაქ ქუთაისს ცენტრალური არქივის შენობა 2017 წლის გაზაფხულზე ექნება. ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. არქივი ამჟამად ქუთაისში, სადგურის მოედანზე, #3ა-ში მდებარე შენობაშია განთავსებული. შენობა დოკუმენტების საცავებისთვის არ აგებულა, ამიტომ მასში საარქივო დოკუმენტების დაცვისათვის არ არის სათანადო პირობები. საცავებში ადგილის სიმცირის გამო დოკუმენტების დაცვის პირობების გაუმჯობესება ვერ ხერხდება. ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა 2015 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)