10:12 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 14:07:06, 1308 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ რჩეულიშვილი: მე თქვენთვის ვიბრძვი და თქვენ უნამუსოდ აწყობთ აქ პროვოკაციას

"მე თქვენ გაჩვენებთ, თქვენს გამო ვიბრძვი და თქვენ უნამუსოდ და უსინდისოდ, ოღონდ კი ფული არ გადაიხადოთ ბინებში, აწყობთ აქ პროვოკაციას", - ასე მიმართა ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურასთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც თავს "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულად მიიჩნევენ.

რჩეულიშვილის თქმით, "ცენტრ პოინტის" ქონების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა მიმდინარეობს. მისივე მტკიცებით, პროკურატურასთან შეკრებილი მოქალაქეები  დაქირავებულები არიან.

"ახლა მიმდინარეობს "ცენტრ-პოინტის" ბოლო ბრძოლა "ცენტრ პოინტის" ქონების ხელში ჩასაგდებად. ამ ქონების გადანაწილება უნდათ, მაგრამ ვერ მიიღებენ. ესენი მობინადრეები კიარა დაქირავებულები არიან.  ვინც ამათ ქირაობს მათ უნდათ ფულის გამოძალვა "ცენტრ პოინტისგან". ამიტომ თავისი სასტვენები დაიჭონ და ოჯახებში უსტვინონ. რატომ გვიშლიან ხელს ამ ხალხის გასტუმრებაში. ესენი დიდი ხანია დაკმაყოფილებულები არიან. ვერ ვამთავრებთ უბრალოდ, რადგან სახელმწიფოს აქვს ჩვენი ფული და ვერ გაძლევთ, რადგან ჭირდებათ საარჩევნო კამპანიისთვის. მთავრობას ვუთხარით, თქვენ გაქვთ ჩვენი 10 მლნ, რომელიც სჭირდება დამთავრებას.მოგვეცით ვალად მაინც. სააკაშვილმა 7 მლნ დაგვიბრუნა და ასე ავაშენეთ", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

თბილისის მთავარ პროკურატურაში "ცენტრ პოინტის" დამფუნებლის მაია რჩეულიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან და ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთდ მივიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics