|
2016-07-11 12:29:06, 1409 ნახვა
სამართალი მსოფლიო
ჰოლგერ მიუნხი: ქართველმა კრიმინალებმა 2015 წელს გერმანია ნახევარი მილიარდი ევროთი დააზარალეს
გერმანიაში რუსულენოვანი მაფიის სერიოზული გააქტიურება შეინიშნება, - ამის შესახებ Welt am Sonntag-ი გერმანიის სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ფედერალური უწყების ხელმძღვანელ ჰოლგერ მიუნხზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მიუნხმა აღნიშნა, კრიმინალების ქმედებების გამო გერმანიას მილიარდობით ევროს ოდენობის ზარალი ადგება. “რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაული გერმანიაში იზრდება უკიდურესად დინამიურად და ფართოვდება დასავლეთით. გერმანიის ციხეებში პატიმართა 8-10 პროცენტი რუსულენოვანია ან რუსეთის მკვიდრია, ეს დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანია”, - განაცხადა მიუნხმა. უწყების ხელმძღვანელს მაგალითად ქართველი ეჭვმიტანილი მოჰყავს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ყოველდღიურად მაღაზიებიდან 500 ევროს ღირებულების ნივთებს იპარავდა. როგორც მიუნხმა განაცხადა, მხოლოდ ქართველმა კრიმინალებმა 2015 წელს გერმანია ნახევარი მილიარდი ევროთი დააზარალეს. მიუნხის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის არიან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი პირები. ფედერალური უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსულენოვანი მაფიის წევრები ძირითადად არიან რუსეთის, თურქემენთის, კავკასიის რეგიონების, მათ შორის საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სხვა ქვეყნების მკვიდრნი. გერმანიის ხელისუფლების ძველი მონაცემებით, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების წარმომადგენელთა რაოდენობა დანაშაულებრივ დაჯგუფებებში 40 ათასამდე ადამიანს შეადგენდა. თუმცა ახლა სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ფედერალური უწყება აცხადებს, რომ საუბარია ხუთნიშნა რიცხვზე.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)