00:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 11:16:29, 573 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე, ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ პასუხს

„არ ვილაპარაკებ თავად რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე, ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ ამაზე პასუხს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში „ცენტრ პოინტმა“ გაიმარჯვა, თუმცა  გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ სათანადო საბუთები ვერ წარმოადგინა, შეთანხმება ვერ შედგა.

„არ ვილაპარაკებ თავად რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე. ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ ამაზე პასუხს.   ოთხი წლის წინ და მანამდე, სააკაშვილის დროს, ძიებები მიდიოდა იმედია, ჩემი ბრალი არ არის. მოიგო ერთი ტენდერი გამზადებული კორპუსით, ხოლო როცა ვუთხარით, რომ ვყიდულობთ ამ კორპუსში ბინებს დევნილებისთვის, გვითხრა, რომ აქ ისედაც მშვენივრად ვყიდი და გვერდით რომ ავაშენებ, იმაში მოგყიდითო და იმაზე ხელშეკრულება არ ყოფილა, ის არ მოუგია და ბუნებრივია თავს არ მოვატყუებინებდით. მეორე ორ სართულიანი კორპუსი მოიგო სადღაც ამერიკის საელჩოსთან, თითქმის დამთავრებული იყო მშენებლობა, დიდი სიამოვნებით ვიყიდდით, ვერ წარმოადგინა საბუთი, არის თუ არა მისი“, -აღნიშნა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics