|
2016-07-11 10:39:44, 573 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ვერ შედგა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო არ შედგა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. როგორც არაღიარებული რესპუბლიკის დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ 1,23% შეადგინა. ხმის მიცემის პროცედურაში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმი იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მასში მონაწილეობას რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50% მეტი მიიღებდა. ამასთან, აფხაზეთის "ცესკოს" მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები თითქმის თანაბრად გაიყო. ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას 750 ადამიანმა მისცა ხმა, წინააღმდეგ კი - 761-მა. ოპოზიციას ანალოგური რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნა მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეეძლება. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივით დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანა მოითხოვა. 5 ილისს სოხუმში ე.წ. შინაგან საქმეთა სმაინისტროს შენობასთან დემონსტრანტებსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები დეფაქტო მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ლეონიდ ძიაპშბას კრიმინოგენური ვითარების გაუარესებასა და რეფერენდუმზე მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით, რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად, დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)