10:23 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 15:44:29, 885 ნახვა

რეგიონი
კვირიკაშვილი: სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება

სამეგრელოს რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაური სოფელ თამაკონში იმყოფებოდა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. პრემიერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივებულ შესყიდვას მიმართონ, რათა მოსახლეობას გზა მალე აღუდგეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მასშტაბურმა სტიქიამ არაერთი რეგიონი დააზარალა, დაანგრია ხიდები, ჩარეცხა გზები, დატბორა სავარგულები და დახოცა მსხვილფეხა პირუტყვი.

"ძალიან დიდი ზარალია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. რაც მთავარია, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ხვალიდან შემოვა შესაბამისი ტექნიკა და მაქსიმალურად დავახმართ დამატებით, გამარტივებული შესყიდვით შევისყიდით ყველა ამ სამუშაოს და ლოდინი საჭირო არ იქნება.

ყველა უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ყველა რეგიონში განაწილებული ვართ მინისტრები, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და გადაწყვეტილებები მიიღება რაც შეიძლება ჩქარა. ზარალის ანაზღაურების ნაწილს, ზარალის დათვლის შემდეგ განვსაზღვრავთ. შევეცდებით, მაქსიმალურად ავუნაზღაუროთ, რისი შესაძლებლობაც იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ თამაკონში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics