|
2016-07-09 14:59:01, 642 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მაიკლ ფელონს შეხვდა
პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს მაიკლ ფელონს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დამატებითი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, ახლო მომავალში ბრიტანელი ოფიცერი თბილისში ნატოს ძირითად გუნდს შეუერთდება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის მუშაობაში ჩაერთვება. თავის მხრივ, მაიკლ ფელონმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლონდონში დაგეგმილ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების შეკრებაზე მიიწვია და აღნიშნა, რომ პარტნიორები დაინტერესებულები არიან სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობითა და ქართული მხარის გამოცდილების გაზიარებით, განსაკუთრებით კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ინციდენტზე ჩატარებული გამოძიების კონტექსტში. ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რაც პარტნიორების მხრიდან უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და ერთგვარ მაგალითად იქცა. საუბარი შეეხო საქართველოში ნოემბერში დაგეგმილ ერთობლივ სწავლებასაც. თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ კოლეგას სთხოვა, რომ „Noble Partner“-ის გამოცდილების გათვალისწინებით, სადაც ბრიტანელმა სამხედროებმა ამერიკელებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს, მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაში ბრიტანელი სამხედროები ჩაერთონ და სწავლების წარმატებით განხორციელებაში აქტიური წვლილი შეიტანონ.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)