|
2016-07-09 14:24:58, 643 ნახვა
პოლიტიკა
იმერლიშვილი: საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას გააგრძელებს
ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო მონაწილეობას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა, ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა. იმერლიშვილის თქმით, ეს მზადყოფნა ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა. „ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გაგრძელდება 2016 წლის შემდეგაც. საქართველოს პრეზიდენტმა სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ შიდა პროცედურების გავლის შემდეგ საქართველო მზად არის, გააგრძელოს მისია ჯარისკაცების იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც გვყავს დღეს“, - აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ნატო-ს სამიტის მეორე დღე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომით დაიწყო. შეხვედრაზე ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)