05:26 - 26 May, 2026
|
2016-07-09 12:39:35, 743 ნახვა
საზოგადოება
მარტვილში მდინარემ დაღუპული მაშველის ცხედარი გამორიყა
მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის, ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი იპოვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა მყვინთავის ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მარტვილში 3 დღის წინ მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა შსს-სთან შეუთანხმებლად, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავი ჩართეს. ელგუჯა ჯამრიშვილი 17 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც თავად დაიღუპა. ბიჭის ცხედარი მდინარემ გუშინ გამორიყა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)