|
2016-07-08 22:53:41, 673 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრი შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, NATO -ს სამიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრ შარლ მიშელს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კულტურული ურთიერთობებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესპარტნიორობის გაძლიერება, საქართველოს სხვადასხვა სექტორში ბელგიური ინვესტიციების გაძლიერების გზით. საუბარი ასევე შეეხო, ბელგიის სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობას საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტმა და ბელგიის პრემიერმინისტრმა შეხვედრისას ევროკავშირის გამოწვევებზეც იმსჯელეს. განიხილეს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები და აღინიშნა, რომ ევროკავშირში არსებული გამოწვევები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოს დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება. აღინიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ ძალისხმევას, საერთო მიზნის მისაღწევად ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ივლისის დასაწყისში შევიდა ძალაში და საქართველომ ოფიციალურად დაიწყო მისი განხორციელება. საუბარი შეეხო ასევე, ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, გიორგი მარგველაშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)