23:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 22:12:25, 605 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: საქართველო და უკრაინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად ჩაერთვებიან

"საქართველო და უკრაინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად ჩაერთვებიან", - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ვარშავაში განაცხადა, სადაც დღეს ნატო-ს სამიტი გაიხსნა.

მისივე განმარტებით, ნატოს არ გააჩნია საკუთარი შეიარაღება, ამიტომ, მიესალმება, თუკი ალიანსის წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ პარტნიორებს, რათა შეძლონ, ეფექტიანად განახორციელონ საზღვაო და საჰაერო კონტროლი.

აღნიშნულ საკითხზე ჯეიმს აპატურაიმ დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერევიუშიც ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გახდა.

„ნატო ახდენს ყურადღების ფოკუსირებას და კონცენტრაციას შავ ზღვაზე. პროცესი ფართოვდება იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში. ამ ვითარებაში ნატოს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების დაპატიჟება, იმ პარტნიორების, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ. გვაქვს მსგავსი დიალოგი ბალტიის ზღვის ქვეყნებთან და მეგობრებთან - შვედეთთან და ფინეთთანაც... ჩვენი იდეაა, მსგავსი რამ გადმოვიტანოთ შავი ზღვის ქვეყნებთანაც, შეიძლება ზუსტად ანალოგიური არა, მაგრამ მაინც. იდეა იყო, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრის პროცესში უკრაინის და საქართველოს ჩართვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ახალი და რეგულარული დიალოგი. ყირიმის ანექსიამდე შავი ზღვა არ წარმოადგენდა ისეთ საკითხს, რომლითაც ალიანსის ყველა წევრი თანაბრად იყო დაინტერესებული. ფიქრობდნენ, რომ რეგულარული დიალოგი საჭირო არ იყო. ყირიმმა ეს მიდგომა შეცვალა“, - აღნიშნა აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics