23:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 19:12:47, 558 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს რეგისტრაციის ხელოვნურად გაჭიანურება ხდება

გიორგი ვაშაძის  განცხადებით, 8 ივნისს სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანეს, სადაც ყველა საჭირო საბუთი და დოკუმენტაცია წარდგენილი იყო. თუმცა, ვაშაძის განმარტებით, ხარვეზი დაუდგინეს და რეგისტრაციის პროცედურების ხელოვნურად გაჭიანურება ხდება: 

"ჩვენ შევეცადეთ არ დაგვეძაბა სიტუაცია და ორი დღის მანძილზე ნაცვლად დახარვეზებული 364 ხელმოწერისა  წარვადგინეთ ორჯერ მეტი, კერძოდ 710 ხელმოწერა. დღეს საბოლოოდ ამოიწურა რეგისტრაციის დოკუმენტების განხილვის ვადა.
 დილიდან ჩვენი წარმომადგენლები ცდილობენ ინფორმაციის მოპოვებას, მაგრამ  იუსტიციის სამინიტროს მხრიდან არ არის არანაირი რეაგირება.
ფაქტია, ხდება ხელოვნურად რეგისტრაციის პროცედურების გაჭიანურება. რის გამოც ჩვენ, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალას არ გვეძლევა შესაძლებლობა თანაბარ, კონკურენტულ პირობებში ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია. აქვე აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოცხადებული აქვს საარჩევნო ღონისძიებათა ვადები და ჩვენ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ შესაბამისი ღონისძიებები, რაც არჩევნების სამართლიანობასა და დემოკრატიულობას აყენებს ჩრდილს.“- აცხადებს სამოქალაქო პლატფორმა ,,ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics