06:47 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 17:59:20, 598 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  (რეზიდენციით ბაქოში) გეორგ ლეუკას შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხებზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამს შეიქმნას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობის ეკონომიკური კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების, მეღვინეობის, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუცქციის დაცვის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  მიმართულებით თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics