|
2016-07-08 17:38:07, 627 ნახვა
საზოგადოება
ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 -ჯერ გაიზარდა
მიმდინარე წლის 7 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 2 603 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 6-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 466 ტონას შეადგენდა). სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, დაახლოებით 14 ათას ტონამდე ატამია რეალიზებული. უწყების ინფორმაციით, გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (69%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (18%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. კახეთის რეგიონში ატამს შპს. ,,ქართული ხილის კომპანია“ იბარებს, რომელსაც დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს. ,,ქართული ხილის კომპანია“ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული. გარდა აღნიშნული კომპანიისა, გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)