|
2016-07-08 17:10:46, 529 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი
"აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამიტზე შესვლამდე განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალმების ოფიციალური ცერემონია, გაიმართება, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ. ვარშავის სამიტის ფარგლებში, დღეს პირველად გაიმართება NATO -საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს. პრეზიდენტი დღეს, სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან. საქართველოს პრეზიდენტი დღის ბოლოს სამუშაო სადილს დაესწრება, რომელიც NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)