23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 16:33:42, 649 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: არც ნატოს და არც ევროკავშირს ცალცალკე არ შეუძლიათ საფრთხეებზე რეაგირება

ნატო-სა და ევროკავშირის უსაფრთხოება ურთიერთდამოკიდებულია, ჩვენ უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. არც ნატოს და არც ევროკავშირს ცალცალკე არ შეუძლიათ ამ საფრთხეებზე რეაგირება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის განმარტებით, ნატო და ევროკავშირი კარგი გუნდია, რომელსაც აქვს მოქალაქეების დასაცვად და სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭირო ინსტრუმენტები.

მისივე თქმით, ერთიანობა და თანამშრომლება ნატო-სა და ევროკავშირს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია.

„ამ გაურკვევლობის პერიდოში ჩვენი პარტნიორობა განსაკუთრებულია. ჩვენ ერთოლბლივი პოზიცია გვაქვს რუსეთთან დაკავშირებით. ევროკავშირმა დააწესა ეკონომიკური სანქციები, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვა “ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად არის გაძლიერებული. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნატო-სა და ევროკავშირს შორის ორ მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა - ეგეოსის ზღვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენს შორის უფრო მეტი ფორმალური შეთახნმება შედგა, ვიდრე ბოლო 14 წლის განმავლობაში. მეტყველებს, რომ ნატო-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში პროგრესია. ახლა დროა, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკალარაციას მოაწერეს ხელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics