|
2016-07-08 15:59:50, 540 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი მექსიკის სენატორთა დელეგაციას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენლებთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გაბრიელა კუევას ბარონთან (ეროვნული ქმედების პარტია - PAN), ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ისმაელ ერნანდეს დერასთან (ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია - PRI) და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ხუან ხერარდო ფლორეს რამირესთან (მწვანეთა პარტია - PVE). საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების ელჩი, მარტა ბარსენა კოკი. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებები. განხილულ იქნა საქართველოსა და მექსიკას შორის არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების პროცესში ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ჩამოყალიბებული აქტიური თანამშრომლობა. მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მექსიკის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)