|
2016-07-08 15:53:35, 538 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვარშავის სამიტზე მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვარშავის სამიტზე მივიდა. "ჩვენ აქ მეგობრებს შორის ვართ. ვმსჯელობთ, როგორ ვაქციოთ მსოფლიო და საქართველო უსაფრთხო ადგილად", - განაცხადა სამიტზე შესვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, სამიტი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე იმართება. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება. საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს. ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)