22:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 15:16:40, 560 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პირველად გაიმართება

 ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით,  ესაა პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა ნატო-ს სამიტის ფარგლებში ტარდება.

 საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ის რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო წარმოდგენილია მნიშვნელოვან ფორმატებში, ხაზს უსვამს ალიანსის მხრიდან საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას.

"ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია, სადაც საქართველო წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვან ფორმატებში, მათ შორის პირველად სამიტის ფარგლებში იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში,  ეს ყველაფერი არის  ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics