|
2016-07-08 14:00:09, 573 ნახვა
პოლიტიკა
კელი: კერის ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი საარჩევნო გარემო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენული არჩევანის მხარდაჭერა იყო. როგორც კერიმ განმარტა, ასევე აღინიშნა ის მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება სარჩვენო გარემოს, მედიის სარედაქციო პოლიტიკას. “ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რაც გახლდათ, იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სუვერენული არჩევანის მხარდაჭერა. ასევე აღინიშნა მნიშვნელობა, რომელიც მიენიჭა საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, ასევე გამახვილდა ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემო. შეხვედრების დროს აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია კარგი საარჩევნო გარემო, ასევე სარედაქციო პოლიტიკა წინასაარჩევნო პერიოდში”, - განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოსი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)